თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ   თიკა ჯამბურიასა და სამართალდამცველებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის გამოც ის პუშკინის სკვერთან დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
​მომღერალი დედასა და შვილთან ერთად იმყოფება.
​როგორც ცნობილია, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები