“ერთიანმა ოპიზიციამ” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

კოალიცია “ბურჯანაძე – ერთიანმა ოპიზიციამ” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. როგორც კოალიციის ლიდერმა ნინო  ბურჯანაძემ განაცხადა, უმთავრესი მიზანია, რომ ქვეყანა მდგრადი განვითარების გზით წავიდეს.
“ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთჯერადად მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება და მოსახლეობა შეძლებს ამოსუნთქვას. ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ სათანადო უფლებამოსილება, ამის გარეშე შეუძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება. ეს თვითმმართველობის არჩევნებისე რთ-ერთი მონაპოვარი უნდა იყოს. ჩვენ ყველა რაიონისთვის გრძელვადინი სპეციფიური პროგრამები გვაქვს გათვალისწინებული. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს მოქალაქეებზე, ადგილობრივ ინტერესებზე, ოღოდ არა ადგილობრივი მოხელეების ინტერესებზე. ჯერჯერობით, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის და ასევე რაიონების მასშტაბით არის მოხელეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, პირველად ჯანდაცვაზე, რაც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი.
ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ სოფლის ექიმი, სოფლის ლაბორატორია არსებობდეს და ადამიანი მხოლოდ მაშინ არ მიდიოდეს ექიმთან, როდესაც უკიდურეს მდგომარეობაშია. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული ოჯახისათვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მთიანი რეგიონების განვითარების გეგმას.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთა არ დაცარიელდეს. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. როდესაც ჩვენი მოსახლეობა უამრავი პრობლემის წინაშე დგას, ეს შეიძლება ცოტა ზედმეტად ოპტიმისტურად ჩანდეს. ეს პროგრამა ამის ერთ-ერთი დასტურია – საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ ბიუჯეტის ყაირათიანი მართვის შემთხვევაში, მოსახლეობა ღირსეულად ცხოვრობდეს. ნაცვლად იმისა, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ, ამის ნაცვლად ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ნეპოტიზმით არის დაკავებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მილიონები, რომელიც იხარჯება უმიზნოდ, ეს მილიონები წარიმართოს ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩვენ მივაღწევს იმას, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა იქნება და თბილისი მდიდარი ქვეყნის მდიდარი დედაქალაქი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები