გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ორივე მოკლულს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი. ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ორივე ახალგაზრდა მაყუჩიანი იარაღითაა მოკლული, რის გამოც მათ სროლის ხმა ვერ გაიგეს.

ცხედრები ერთ-ერთი მოკლულის მამამ რამდენიმე საათის წინ იპოვა საცხოვრებელ ბინაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები