გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას 18 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის არიან NDI-ს ხელმძღვანელი ლუის ნავარო, ასევე IRI-ს ოფისის ხელმძღვანელი ანდრია ქერბსი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები