„იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში წარმოებულ ავტომობილებზე საბაჟო მოსაკრებელს გაზრდის, ევროპა საპასუხო ზომებს მიიღებს“, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სავაჭრო კომისარი, სესილია მალმსტრომი აკეთებს.
როგორც Reuters-ი იუწყება, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარება, დაახლოებით, 35 მილიარდი ევროს სხვადასხვა დასახელების ამერიკული პროდუქცია.
„ჩვენ არ შევეგუებით არანაირ კვოტებსა და შეზღუდვებს“, – ციტირებს მალმსტრემს Reuters-ი.
გასულ კვირას აშშ-მ გაასაჯაროვა იმ ევროპული პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებზეც შესაძლოა, საბაჟო მოსაკრებელი გაიზარდოს. საერთო ჯამში, საუბარია, დაახლოებით, 25 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ავტომანქანებზე საბაჟო მოსაკრებლის 20 %-მდე გაზრდა დააანონსა. ამ საკითხის შესწავლა ტრამპმა ვაჭრობის მინისტრს, უილბერ როსს დაავალა.