მამუკა ხაზარაძე: მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი გააცნო.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა ბრალდება თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია.
“პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში. ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას არ შევუდგები, ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია. ეს აღარ არის პროკურატურა, ამაში ბევრი შტო არის, მე ამას “ორკესტრირებული შეტევა” დავარქვი ერთხელ, თქვენ გახსოვთ და ეს არის გაგრძელება ამ ორკესტრისა, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს ბრალი ჯგუფურად  16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები