გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა – ინფორმაცია “კვირას” საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
სა­მუ­ში­ას ბრა­ლი ედე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში. ელ­ბერდ კო­ბე­რი­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით, ამა­ვე საქ­მე­ზე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ­ნი არი­ან: და­ვით ახა­ლა­ია, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, მე­გის ქარ­და­ვა და რო­მან შა­მა­თა­ვა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ​აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის გი­ორ­გი სა­მუ­ში­ას მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 2015 წლის 11 დე­კემ­ბერს და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა, თუმ­ცა სა­პა­ტიმ­რო 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე სა­მუ­ში­ას სა­სა­მარ­თლომ შე­უც­ვა­ლა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, შე­უ­ფარ­და გი­რაო და და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრა პას­პორ­ტის ჩა­მორ­თმე­ვა. სა­მუ­ში­ამ მო­ტყუ­ე­ბით, თით­ქოს­და და­კარ­გა პას­პორ­ტი, სა­ჯა­რო რე­ესტრში მო­ი­თხო­ვა ახა­ლი პას­პორ­ტის დამ­ზა­დე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, რის გა­მოც მის მი­მართ გა­მო­ცხად­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა.
საქართველოს მიერ ძებნილი გიორგი სამუშია მიმდინარე წლის მაისში უკრაინაში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები