„დაპირისპირება დე ფაქტო ხელისუფლებასა და დე ფაქტო ოპოზიციას შორის ახალი თემა არ არის“

ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას აფხაზეთში, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები და, ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება იყო, ახალი თემა არ არის.
“ის, რომ დაპირისპირება დე ფაქტო ხელისუფლებასა და დე ფაქტო ოპოზიციას შორის არსებობდა, ახალი თემა არ არის, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. რას უკავშირდება ახლა იქ სიტუაციის შეცვლა, ამის თქმა გაგვიჭირდება. ვაკვირდებით სიტუაციას აფხაზეთში, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზი ამის თაობაზე და, ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არ არის.
ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს უნდა მოვაწეროთ ხელი და ძალიან ხშირად ვიმეორებთ, რომ მივესალმებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ ჩაერევიან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. ეს განცხადება სწორედ პრაღაში გაკეთდა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ კარასინის მიერ, ეს არის ძალიან კარგი განცხადება და იმედი მაქვს, რომ 27 ივნისამდე ყველაფერი მშვიდად წარიმართება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები