უკრაინა საქართველოსგან უკრაინულ გემზე – „ივან გოლუბეცზე“ გაჩენილი ხანძრის გამოძიებას ითხოვს

უკრაინის თევზის მეურნეობის სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს მიმართა, რომ მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ უკრაინულ გემზე – „ივან გოლუბეცზე“ გაჩენილი ხანძარი გამოიძიოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ივან გოლუბეცი“ საქართველოს ფლოტის საერთაშორისო რეესტრში დროებით არის დარეგისტრირებული. გემი საქართველოს დროში ქვეშ დაცურავდა.
„ივან გოლუბეცზე“ 19 ივლისს ხანძარი გაჩნდა. კაპიტანმა ეკიპაჟის ევაკუაცია მოახდინა.
ბორტზე ეკიპაჟის 86 წევრი იმყოფებოდა, მათგან 29 უკარინელია. ხანძრის შედეგად ორი მეზღვაური დაიღუპა, მათგან ერთი უკრაინიდან იყო.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები