მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი პროკურატურაში დაბარების შემდეგ

მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მის მიმართ ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მაინც ავაშენებთ!!!”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აზიარებს ცნობას იმის შესახებ, რომ პორტის მშენებლობაში ფრანგული სამშენებლო კომპანია Eiffage ჩაერთვება.
ცნობისათვის, პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ისინი დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით არიან დაბარებულები.
საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები