სომხეთში რუსმა სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა

სომხეთში, ერევანში რუსეთის სასაზღვრო ჯარის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის კაცის ცხედარი მისი ოჯახის წევრებმა იპოვეს.
სახლში მისი მეუღლე, ცოლის ძმა და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები