თსუ-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანის გორაზე უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა

თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შიდა ქართლში, გრაკლიაანის გორაზე ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა. ინფორმაციას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას. ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია; სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს, იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გათხრებში თსუ-ის სტუდენტებთან ერთად, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი მონაწილეობდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრაკლიანის გორაზე არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც შემდგომში თსუ-ის სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები