არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მიადევნებს თვალს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მხარეების ინტერესი დაცული იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებაზე საქმეში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მისი განცხადებით, პარლამენტი ბოლომდე მიადევნებს თვალს, რომ მხარეების ინტერესი იყოს დაცული.
„არაერთი საჯარო დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ისე თავად ამ ბატონების უფლებები იყოს დაცული, რომელიც მათ კონსტიტუციითა და კანონით აქვთ მინიჭებული. ასევე, ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველა კითხვა თუ პოზიცია, რომელიც საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა, იყოს ცნობილი, დასაბუთებული საზოგადოებისთვის. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან, პროკურატურის მხრიდან იყოს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებები არის მიღებული და როგორ მიმდინარეობს ამ საქმის წარმოება.
ვფიქრობ, მთავარია, საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, ეს იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე – ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.
არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პროექტის საქმეზე: სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, არსებული საკითხები გონივრულ ვადებში ამოიწუროს
“ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულებას აქვს, ასევე, თავისი ლოგიკა და წესები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში.
„ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულებას აქვს, ასევე, თავისი ლოგიკა და წესები. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში. შესაბამისად, პარლამენტი თვალს ადევნებს პროცესს და მივესალმებით საჯაროობას საქმესთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებსა და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები