ირაკლი ღარიბაშვილი ლევან ვასაძეს პასუხობს

მე რომ ყველა მოქალაქემ დებატებში გამომიწვიოს, მაშინ აღარ უნდა ვიმუშავო – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოწვევას.
„საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი მუსირებს და მოქალაქეებს შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრება გააჩნდეთ. მე რომ ყველა მოქალაქემ დებატებში გამომიწვიოს, მაშინ აღარ უნდა ვიმუშავო. არ გამოვა ასე. ხოლო თუ კონკრეტული საკითხი აინტერესებთ, ინფორმაციას შესაბამისი უწყება მიაწოდებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ხელისუფლების ლიდერები დებატებში გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები