პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აშშ-ის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანლად 55 წლის მარკ ესპერი დანიშნა.
უფლებამოსილების შესრულებას ის დღეიდან შეუდგება.
სენატში მოსმენების დროს მარკ ესპერმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე მისი მუშაობისას პრიორიტეტი იქნება შეიარაღებული ძალების განვითარება; ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და მოდერნიზაცია; ალიანსების მხარდაჭერა და ახალი პარტნიორების მოზიდვა; პენტაგონის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, წინააღმდეგობა გაეწიოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის – რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, ასევე – ტერორიზმს.
ჯეიმს მეტისმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტი იანვარში დატოვა.
ამ დრომდე ახალი ხელმძღვანლის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, მოვალეობას პატრიკ შენახანი ასრულებდა, თუმცა 18 ივნისს დონალდ ტრამპმა მისი გადადგომის შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ შენახანის ოჯახში ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა.
მარკ ესპერი პენტაგონში ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს მუშაობდა და 2017 წლიდან შეიარაღებული ძალების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.