შალვა თადუმაძე ნაზი ჯანეზაშვილს: სრული საფუძველი მაქვს, თქვენი აცილების საკითხი დავაყენო, მაგრამ არ დავაყენებ

სრული საფუძველი მაქვს, თქვენი აცილების საკითხი დავაყენო, – ასე მიმართა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, ნაზი ჯანეზაშვილს.

ჯანეზაშვილის კითხვა სისხლის სამართლის იმ საქმეს შეეხებოდა, რომელიც საბჭოს თავმდჯომარისმოვალეობის შემსრულებელსა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შორის მიმდინარეობს.

„ჩემი კითხვა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს შეეხება, სადაც ფიგურირებს ხაჭაპურიძე – ხაჩიძის ოჯახი. ეს ეხება ინციდენტს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში, გონიოში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. რამდენად სწორია, რომ მოსამართლის მიმართ გამოძიება არ მთავრდება. ხომ არ არის ეს მოსამართლეზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი”, – მიმართა ჯანეზაშვილმა თადუმაძეს.

ამ კითხვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თადუმაძის განმარტებით, საბჭოს წევრს არ აქვს უფლებამოსილება, გენერალურ პროკურორს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ახსნა განმარტება მოსთხოვოს

„მიმაჩნია, რომ თქვენი კითხვა არის საფუძველი, ამ დარბაზში თქვენი აცილება დავაყენო.თქვენ არ ხართ უფლებამოსილი არც კონსტიტუციით და არც კანონით, ანგარიში მოისმინოთ გენერალური პროკურატურის მხრიდან გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო საქმეებთან დაკავშირებით. თქვენ ახლა, კანონს არღვევთ, როდესაც ანგარიშს მთხოვთ გიორგი მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით. ამის უფლება თქვენ არ გაგაჩნიათ და როდესაც წევრი კანონს არღვევს, მაშინ მისი აცილების საფუძველი არსებობს.

თქვენ არ გავქთ უფლებამოსილება გენერალურ პროკურორს ჰკითხოთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და მეორე, შეფარვითი კითხვა, გამოძიების არ დამთავრება ხომ არ ნიშნავს მოსამართლეზე ზეწოლას, არის შეურაცხმყოფელი ჩემთვის. მე არ ვარ გენ-პრკურორი რომელიც საქმეებით ვიღაცაზე ზეწოლას ვახდენ“, – განუმარტა შალვა თადუმაძემ ნაზი ჯანეზაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები