შალვა თადუმაძე: ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ

„ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს განაცხადა.

კითხვაზე: განიხილავს თუ არა საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თადუმაძემ დადებითი პასუხი დააფიქსირა.

„ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული, თუმცა ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი თავი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილო, თუ, ბუნებრივია, საბჭოსა და პარლამენტის გადაწყვეტილება ჩემს სურვილებსა და აზრებს დაემთხვევა. თუმცა ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მიმაჩნია, რომ უზენაესის მოსამართლეობა – ეს არის ის სტატუსი, რომელიც აბსოლუტურად მაკმაყოფილებს იმისთვის, რომ წვლილი შევიტანო ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში. თუმცა ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ“. – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები