ყანდაურაში ოჯახის წევრების მკვლელობისთვის დაკავებულ 76 წლის მამაკაცს ბრალდება მოეხსნა

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულ ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.
როგორც ირკვევა, ბრალის დაზუსტება მოხდა და ახლა უკვე ომარ გამყრელიძეს არა მკვლელობა, არამედ მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად.
შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა მიმდინარე წლის მაისში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში იყო აღნიშნული, ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა, 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. ქალი, მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც დაკავებულის შვილია, ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები