თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

დღეს  თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. როგორც “კვირას” “საქარველოს რკინიგზიდან” აცნობეს, ეს საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვებაა. სამომავლოდ გადაზიდვის მოცულობის ზრდა იგეგმება.
ცერემონიაში „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალური დირექტორი, უიგუნ ალი ისხანი მონაწილეობდნენ.
„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავასა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჯაჰით თურანს პროექტის მხარდაჭერისთვის”, –  განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები