„ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, რუსეთი არ იქნება ხელისშემშლელი“

ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, დიდი ალბათობით, რუსეთი არ იქნება ხელის შემშლელი – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საგარეო პოლიტიკის დიდი წარმატება იქნება.
„ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ისე, რომ დიდი ალბათობით რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. რამდენიმე თვის წინ ეს არავის სჯეროდა, მაგრამ ეს ასე იქნება. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან დიდი წარმატება იქნება. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში. ეს ხომ ევროპულ პროცესთან იყო დაკავშირებული. ჩვენ შევძელით, რომ მივდივართ და ამ პროექტს ვახორციელებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები