ხარაგაულის რაიონში, ნაკვეთში 57 ძირი “კანაფი”, ხოლო სახლში გამომშრალი “მარიხუანა” ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი (ვიდეო)

პოლიციამ იმერეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 6-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ხარაგაულის რაიონში დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად 57 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი“, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება – “მარიხუანა” ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები