საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა

ხვალ, 24 ივლისს საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას, რომელიც 14:30-ზე დაიწყება, საპენსიო სქემით დაინტერესებული პირები და უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, გაიმართება პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოება დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები