ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბორის ჯონსონი გახდა.
კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
თანამდებობაზე წარდგენილი იყო, ასევე, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი – ჯერემი ხანტი.
კენჭისყრა კონსერვატიული პარტიის 160 ათას წევრს შორის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯონსონი მოვალეობის შესრულებას 24 ივლისს შეუდგება.
ტერეზა მეიმ პრემიერმინისტრის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-თან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი გეგმის რატიფიცირება ვერ მოახდინა.
ბორის ჯონსონმა კი, თავის დროზე, თანამდებობა სწორედ მეის გეგმების გამო 2018 წელს დატოვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შიდაპარტიული კამპანიის დროს, ჯონსონი პირობას დებდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გაიყვანს, იქნება ეს შეთანხმების საფუძველზე თუ მის გარეშე.რაც შეეხება ჯერემი ხანტს – ის საკითხთან მიმართებით შედარებით რბილ პოზიციას იკავებს, თუმცა ისიც აცხადებს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.