“საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც მოხდა” – ოქრუაშვილი სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იკითხება

“საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც მოხდა. ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა არის მიზანი, რომელიც არ გამოუვათ”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით ამ წუთებში იკითხება.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხები ექნებათ, შესაბამისად, პასუხებსაც ვერ გეტყვით. ამ საქმეზე პირველი თუ ვინმე არის დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ურცხვად მოიტყუა, ბავშვიც რომ არ დაიჯერებს, ისე, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა რუსთაველზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას გაჰყვება 20 ივნისის ღამის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰგავს ეს ყველაფერი. საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც მოხდა. ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა არის მიზანი, რომელიც არ გამოუვათ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები