რუსეთში ლგბტ აქტივისტი მოკლეს

რუსეთში ლგბტი აქტივისტი, ელენა გრიგორიევა სასტიკად მოკლეს. შემთხვევა 21 ივლისს მოხდა.
მისი ცხედარი სახლთან ახლოს, ბუჩქებში იპოვეს. გრიგორიევას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. მას ჭრილობა დანით 8-ჯერ მიაყენეს, მისი სხეული კი – დასახიჩრებული იყო.
საქმეზე დაკავებულია 40 წლის ეჭვმიტანილი, ბაშკირეთის მკვიდრი.
გრიგორიევა ცნობილია პეტერბურგში ლგბტ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტებით.
რუსული მედიის ინფორმაციით, ივლისში ლგბტ+ ის ეკატერინბურგის რესურს ცენტრში მუქარისშემცველი შეტყობინება შევიდა. დაუდგენელმა პირმა ცენტრის დახურვა 1-ელ აგვისტომდე მოითხოვა.
რუსული აქტივისტის მკვლელობას „თბილისი პრაიდიც“ გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში მყოფ ლგბტ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებს.
„ელენა იდენტიფიცირდებოდა, როგორც ბისექსუალი ქალი და ლგბტ აქტივისტი, რომელიც აქტიურად იბრძოდა ლგბტი უფლებებისა და სოციალური სამართლიანობისთვის რუსეთში. სწორედ მისი აქტიურობა და შეუპოვრობა გახდა მისი მკვლელობის მიზეზი. მას დანა 8-ჯერ დაარტყეს საკუთარი სახლის მიმდებარედ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები