ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ირანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბენდერ-აბასთან 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჰონკონგის ობსერვატორიის სეისმური ქსელი ავრცელებს.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.