ინდოეთში, მრავალსართულიან შენობაში ხანძარია – 70 ადამიანი აღმოჩნდა ბლოკირებული (ვიდეო)

ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში მდებარე სახელმწიფო ტელესაკომუნიკაციო კომპანია MTNL-ის მრავალსართულიან შენობაში ხანძარია, სადაც 70 ადამიანი იყო ბლოკირებული.
ტელეკომპანია NDTV-ის ინფორმაციით, ხანძარი, ძირითადად, მესამე და მეოთხე სართულებზე არის გავრცელებული.
ცეცხლის ალს, სულ მცირე, 14 სახანძრო ბრიგადა ებრძვის.
სააგენტო ANI-ს ინფორმაციით, მაშველებმა 60 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები