ჟირინოვსკი: უკრაინა 2024 წლის შემდეგ აღარ იარსებებს – მესამე მსოფლიო ომი ახლოვდება
რუსეთის პარტია „ლდპრ“-ის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უკანასკნელი პრეზიდენტია, რადგან უახლოეს წლებში ის, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს.
ამის შესახებ რუსმა პოლიტიკოსმა ტელეარხის „როსია1“-ის ეთერში განაცხადა.
„აღნიშნული არჩევნები იყო უკანასკნელი. 2024 წელს თქვენ არჩევნები აღარ გექნებათ. არ იარსებებს ქვეყანა სახელწოდებით – უკრაინა. გაითვალისწინეთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება. იქ ისეთი მოვლენები დატრიალდება, რომ ყველას უკრაინა საერთოდ დაავიწყდება. საქმე მესამე ომამდე მიდის. ირანი ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა, ან კოსოვო არ გეგონოთ“, – აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
მისივე თქმით, „ყოფილი უკრაინის“ ტერიტორიას ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები დაიკავებენ, რასაც აქტიურად შეუწყობენ ხელს რუსეთი, თურქეთი და ევროპა.
ამ ანალიზიდან გამომდინარე, ჟირინოვსკი უკრაინის ყველა იმ მოქალაქეს მოუწოდებს, რომ, ვისაც რუსეთი უყვარს, ურჩევს, ამ ტერიტორიაზე გადასახლდეს.