ხალვაშის ადვოკატმა პროკურატურაში ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ი”ს 100%-იანი წლის მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა ცოტა ხნის წინ პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.
ბარაჩაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტებით ქონების მიტაცების მცდელობაა.
ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების დაყადაღებას ითხოვს. ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო, ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა – 7 მილიონი აშშ დოლარი.
ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები