მასწავლებლის შესაძლო ძალადობა მოსწავლეებზე – შსს საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს

ლამბალოს სკოლაში პედაგოგის მიერ მოსწავლეებზე შესაძლო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
​როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ამჟამად, ინციდენტში სავარაუდო მონაწილეების გამოკითხვა მიმდინარეობს. ასევე, დაიკითხება უფლებადამცველი ბაია პატარაიაც.
შეგახსენებთ, რომ, უფლებადამცველ ბაია პატარაიას გავრცელებული ინფორმაციით, ლამბალოს სკოლაში ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებს სექსუალურად ავიწროებს. პატარაია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ლამბალოს სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ისმაილ ვაქილოვი სექსუალურად ავიწროებს მოწაფე გოგონებს.
ბავშვებმა თქვეს ეს ამბავი, მაგრამ არ უნდათ ამის გამო დირექციაში ან პოლიციაში სირბილი. მე არ ვაპირებ ამ გოგონების სახელების გამჟღავნებას.
გააგდეთ ეს კაცი სკოლიდან!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – გააკეთეთ ყველაფერი, რაც გევალებათ. გელით და თვალ-ყურს გადევნებთ“, – წერს ბაია ბატარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები