სომალიში აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

0

სომალის დედაქალაქ მოგოდიშოში, ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Goobjoog News-ი იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა, რომელიც საერთაშორისო აეროპორტისკენ გზაზე მდებარეობს.
Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შემდეგ ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი