ინდოეთში წყალდიდობას 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა – ბიხრას შტატში 102, ასამას შტატში კი – 64.
ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის ტელეკომპანია NDTV ავრცელებს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ადრე 62 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
სტიქიის შედეგად რეგიონში მცხოვრები 10 მლნ ადამიანია დაზარალებული.
ამჟამად, სტიქიის ზონაში, ბახრას შტატში 7,2 მლნ-ზე მეტი ადამიანი რჩება, ასამში კი – 3,8 მლნ-ზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები