19 -28 ივლისს ქართულ-გერმანული კულტურის ფესტივალი გაიმართება
19 -28 ივლისს ქართულ-გერმანული კულტურის ფესტივალი გაიმართება. არტი, მუსიკა, ფილმი, პოეზია აერთიანებს გერმანულ და ქართულ კულტურას ჰამბურგის ხელოვნების სახლ ფაქტორში. SUPRA არის ცხრადღიანი ფესტივალის სახელწოდება, რომლის მიზანია გერმანული და ქართული ხელოვნების და კულტურის ურთიერთკავშირის ხელშეწყობა. 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანული დასახლება გაჩნდა; დღეს გერმანიაში 300 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმოჩენამ ქართულ- გერმანული კულტურული კავშირი საგრძნობლად გააღრმავა და ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება არა ერთი ღონისძიება მათ შორის ნანა ექვთიმიშვილის ფილმის “გრძელი ნათელი დღეები’ ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან, ქართული ფოკლორული სიმღერები “ქალაუს” შესრულებით, ახალგაზრდა სტრიტ არტისტი მიშიკო სულაკაური კი თუშური კედლის ინსტალაციას შექმნის ჰამბურგში. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია კულინარიულმა “ვორკშოპმა” სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ქართულ სამზარეულოს გაეცნონ. ფესტივალი დასრულდება 28 ივლისს სადაც ყველა მონაწილე გაერთიანდება პერფორმანს “სუფრის” გარშემო, რომელზეც ასევე გაჟღერდება თანამედროვე ქართველი პოეტის გიორგი გამსახურდიას ლექსები გერმანულად. ბმული: პროგრამა Facebook Event ფესტივალის ორგანიზატორები თეონა გოგიჩაიშვილი ,ფესტივალის ორგანიზატორი და თანაკურატორო. თეონა 10 წელზე მეტია რაც გერმანიასა და საქართველოში სამხატვრო და მუსიკალური პროექტების კურატორია. ( მათ შორის ფოტო ფესტივალი ქოლგა) ოლაფ შელერი – ფესტივალის ორგანიზატორი და თანაკურატორი. ფოტოგრაფი ჰამბურგის ხელოვნების სახლის FAKTOR ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა საკონტაქტო ინფორმაცია:თეონა გოგიჩაიშვილი t.gogich.ngp@gmx.net