ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი გარდაიცვალა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი – იუკიია ამანო 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ გაავრცელა.
„ორგანიზაციის სამდივნო ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ იუკიია ამანო გარდაიცვალა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
იუკიია ამანომ 1968 წელს ტოკიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1972 წლიდან ის ქვეყნის სააგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, თუმცა მისი ძირითადი მიმართულება განიარაღება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა იყო.
2005 წლიდან ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ელჩად მიავლინეს. 2009 წლის 1-ელი დეკემბრიდან ამანო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გახდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო1957 წელს გაერო-ს 1954 წლის 4 დეკემბრის გადწყვეტილების საფუძველზე დაარსდა.
თავდაპირველად, იგი იყო გაერო-ს დამოუკიდებელი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია.
თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად წარუდგენდა მოხსენებას გაერო-ს გენერალური ასამბლეასა და, საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები