გახდება თუ არა ტიმოშენკო უკრაინის პრემიერმინისტრი – სავარაუდო კანდიდატები სახელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.
ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, განსახილველ კანდიდატურებს შორის არიან „ნავთოგაზის“ ტოპმენეჯერები: ანდრეი კობოლევი და იური ვიტრენკო, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი – ალექსანდრე დანილუკი.
გარდა ამისა, განიხილება ვლადისლავ რაშკოვანის კანდიდატურა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენელია; ასევე, ალექსნადრე გონჩარუკის კანდიდატურა.
წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ზელენსკის ადმინისტრაციამ ვიცეპრემიერების რაოდენობა 6-დან ორამდე შეამციროს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ივლისს საარჩევნო შტაბში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა, პრემიერმინისტრად არ განიხილავს „ძველ სახეებს“. მისი მოსაზრებით, პრემიერი უნდა იყოს ახალი სახე, ეკონომიკური მიმართულებით.
უკრაინაში, 21 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ლიდერობას მმართველი პარტია – „ხალხის მსახური“ ინარჩუნებს.
ქვეყნის ცესკო-მ ოქმების 41,7%-ის შეაჯამა.
მმართველი პარტია „ხალხის მსახურმა“ ხმათა 42,34% მიიღო;
პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 12,78% აქვს;
ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიას – „ევროპული სოლიდარობისთვის“ მხარს ამომრჩეველთა 8,68% უჭერს;
იულია ტიმოშენკოს პარტიას – „ბატკივშჩინას“ უკრაინელების 8,10% უჭერს მხარს; მომღერალ სტანისლავ ვაკარჩუკის პარტიას – „ხმა“ – 6,38%;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები