თაღლითობის ფაქტზე ქალი დააკავეს, რომელიც ირანის მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ საქართველოს პასპორტის ოფიციალურად მიღებას დაჰპირდა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული , დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით შეეძლო, დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის 440 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები