უკრაინის ცესკო-მ ოქმების 41% შეაჯამა – განახლებული შედეგი

უკრაინაში, 21 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ლიდერობას მმართველი პარტია – „ხალხის მსახური“ ინარჩუნებს.
ქვეყნის ცესკო-მ ოქმების 41,7%-ის შეაჯამა.
მმართველი პარტია „ხალხის მსახურმა“ ხმათა 42,34% მიიღო;
პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 12,78% აქვს;
ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიას – „ევროპული სოლიდარობისთვის“ მხარს ამომრჩეველთა 8,68% უჭერს;
იულია ტიმოშენკოს პარტიას – „ბატკივშჩინას“ უკრაინელების 8,10% უჭერს მხარს; მომღერალ სტანისლავ ვაკარჩუკის პარტიას – „ხმა“ – 6,38%;
დანარჩენმა პარტიებმა 5%-ზე ნაკლები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები