ჩინეთში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10–მდე გაიზარდა
ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში 19 ივლისს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10–მდე გაიზარდა, 19 დაშავებულია, 5 კი დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ ქარხანაში მომხდარი აფეთქება არ შეხებია იმ ზონას, სადაც საშიში ნივთიერებების კონტეინერებია განთავსებული.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, აფეთქება იმდენად ძლიერი, იყო რომ ტალღამ 3 კმ რადიუსში მდებარე შენობებში მინები ჩაამსხვრია, რამაც ქუჩაში მდგომი ავტომობილები დააზიანა.
მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ, დაწყებულია გამოძიება.