ჰაკერებმა ,,სკოტლანდ იარდის” ელექტრონული ფოსტა და Twitter-ი გატეხეს

ჰაკერებმა ბრიტანეთის პოლიციის, ,,სკოტლანდ იარდის” ელექტრონული ფოსტა და Twitter–ის გვერდი გატეხეს, ამის შესახებ გაზეთი The Independent-ი წერს.

ჰაკერებმა Twitter–ის გვერდზე პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებები დატოვეს და პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე ყალბი ახალი ამბები განათავსეს.

სკოტლანდ იარდის პრესმდივანმა, როი სმიტმა Twitter–ის პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიცია საკუთარ ჩანაწერებზე კონტროლის აღსადგენად მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები