ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ანსამბლ ,,ბასიანისა” და შვედი მომღერლის, სოფი ლივებრანტის კონცერტი გაიმართება
22 ივლისს, 20 საათზე, #გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ანსამბლ ,,ბასიანისა” და შვედი მომღერლის სოფი ლივებრანტის კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებთან ერთად შვედურ ფოლკლორზე შექმნილი კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი. ასევე, შესრულდება ერთობრივი მუსიკალური ნიმუშები.
ფოლკლორის ცენტრის სტუმრებს საშუალება ექნებათ ცენტრის გალერეაში ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები დაათვალიერონ. ასევე, წარმოდგენილია ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა – ,,ეს ჩემი საქართველოა”.
ფოლკლორის ცენტრის ეზოში კონცერტები და გამოფენები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მუსიკოსი შვედეთიდან სოფი ლივებრანტი კომპოზიტორი და მომღერალია. მუსიკოსი 10 წელია საკუთარ სიმღერებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ქმნის მუსიკას თეატრისა და გუნდებისათვის. საქართველოში ანსამბლ ,,ბასიანთან” შესახვედრად ჩამოვიდა ახალი დოკუმენტური ფილმის “secrets, dreams and borders”, გადასაღებად და ერთობლივი კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა.
ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და რესტორანი ,,ეკო გარდენი”.