ღარიბაშვილი გიორგი ღონიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის დანაშაულებრივი სქემა, რომელზეც იყო საუბარი, ყოვლად მიუღებელია.
“ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი სქემა, რომ კეზერაშვილის ოფშორული ფირმიდან ირიცხებოდა თანხები და ხდებოდა ფულის გათეთრება და ამ თანხების შემდგომში პარტიისთვის მოხმარება.
ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია და პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რომელიც გამოძიებული იქნება და ყველა ძალიან მკაცრად დაისჯება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები