კოსოვოს პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, კოსოვოს ე.წ. პრემიერმინისტრმა, რამუშ ხარადინაიმ თანამდებობა დატოვა და მოუწოდა ე.წ. პრეზიდენტს, ხაშიმ ტაჩიჩს, საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
ამის შესახებ ხარადინაიმ კოსოვოს ე.წ. მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ოფიციალურად ვატყობინებ ყველა კომპეტენტურ უწყებას. ხალხის ერთგული ვრჩები, ამ ქვეყნისთვის მუშაობა ჩემთვის პატივი იყო, ჩემი გადადგომა ძალაში რჩება.
პასუხისმგებლობა ახლა პრეზიდენტზე გადადის, რომელიც არჩევნების თარიღს განსაზღვრავს“, – განაცხადა რამუშ ხარადინაიმ.
ამის მიზეზად მან „ჰააგაში ჩვენების მისაცემად დაბარება“ დაასახელა.
ცნობილია, რომ ხაშიმ ტაჩი, მისი ბიძა – აზემ სულია, რამუშ ხარადინაი და სხვა მაღალჩინოსნებს ბელგრადი სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს, რადგან ისინი კოსოვოს გამანთავისუფლებელი არმიის ვეტერანები არიან და, სავარაუდოდ, ჰააგაში სპეციალური საერთაშორისო პროკურატურის მიერ ბრალდებულები არიან.

თუმცა, ხარადინაიმ განაცხადა, რომ ის ბრალდებული არ არის, მაგრამ „სასაუბროდ არის დაბარებული“  იმისთვის, რომ სახელმწიფოს ზიანი არ მიადგეს. ის „თანამდებობას ტოვებს“.
ამასთან, მან დააანონსა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები