ჩინეთში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 12 დაკარგულად მიიჩნევა
ჩინეთში, ხენანის პროვინციაში გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა, 12 დაკარგულად მიიჩნევა.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური.
აფეთქება ადგილობრივი დროით 17:50 საათზე მოხდა. ამასთან, ის არ შეხებია კონტეინერებს, რომლებშიც საფრთხისშემცვლელი ნივთიერებები ინახება.
ქარხანა გაჩერებულია.
ადგილზე მაშველები, მეხანძრეები და ექიმები მუშაობენ.
გამოძიება დაწყებულია.