აშშ-ში, ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე აფეთქება მოხდა

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში თითქმის ერთდროულად ორ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მათივე ცნობით, 13 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.
ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება კიდევ ერთ ბენზინგასამართზე, ქალაქის ცენტრში მოხდა. მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები