ჩინეთში, გაზგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, გაზგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ჩინეთის ცენტრალური ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ 3 კმ რადიუსში მდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა, ზოგიერთ საცხოვრებელ სახლში კი აფეთქების ტალღამ ოთახებს შორის კარები ჩამოანგრია.
ადგილზე მაშველები, მეხანძრეები და მედიკოსები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები