მექსიკაში ექსკურსიის ავტობუსი გადაბრუნდა, დაღუპულია, სულ მცირე, 15 ადამიანი

მექსიკაში, ნიარითის შტატში ექსკურსიის ავტობუსი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 21 დაშავდა.
El Heraldo-ს ინფორმაციით, ავტობუსში სულ 45 მგზავრი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი ჯერ ხეს შეეჯახა, ამის შემდეგ კი  გადაბრუნდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი, მათ შორის – ბავშვებიც.
წინასწარი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ამჟამად, ის დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები