IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს.
კითხვაზე – როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ. უფრო მეტად. კეთილგანწყობილია.
აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს.
პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს.
კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი – 11 ივნისის შუალედში ჩატარდა.

წყარო: Ipn

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები