კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება დროებით ხასიათს ატარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეჩერება „დროებით ხასიათს ატარებს“.
როგორც კარასინმა „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აკრძალვის მოხსნის პირობა მკაფიოდ არის განსაზღვრული.
„მისი მოხსნის პირობა მკაფიოდ არის განსაზღვრული: საქართველოში ვითარების დასტაბილურება, რუსოფობური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის რაიმე სახის საფრთხის არიდების უზრუნველყოფა“,-განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, „გვსურს გვჯეროდეს, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. თავის მხრივ, რუსეთი კვლავინდებურად არის მზად ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესებს სრულებით პასუხობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები