კარასინი: რუსეთში ქართული ღვინის შეტანის აკრძალვის თემა დახურულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთში ქართული ღვინის შეტანის აკრძალვის თემა დახურულია.
ამის შესახებ კარასინმა „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთში, რომელიც თავად არის მრავალწლიანი სანქციების წნეხის ქვეშ, ფრთხილად ეკიდებიან სხვა ქვეყნების მიმართ მსგავსი შეზღუდვების დაწესებას. იმ ვითარების ფონზე, რომელიც საქართველოში ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში განვითარდა სახელმწიფო დუმაში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთში შეტანის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა შეკავებისკენ მოუწოდა და გააზრებული მიდგომის სასარგებლოდ გააკეთა განცხადება.
პრეზიდენტი ჩვენი ინტერესებითაც ხელმძღვანელობდა, ასევე როგორც მან მკაფიოდ აღნიშნა „ქართველი ხალხისადმი პატივისცემითაც“. ამრიგად, დღესდღეობით, საქართველოს მიმართ ღვინოსთან დაკავშირებული სანქციების თემა დახურულია“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები