„შერემეტიევოში“ მოსკოვი-ერევნის რეისიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა – არიან დაშავებულები

მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში მოსკოვი-ერევნის რეისიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა, რა დროსაც 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ინციდენტის აეროპორტში ადგილობრივი დროით 00:45 საათზე მოხდა. თვითმფრინავი სიმაღლის აღებას ცდილობდა, როდესაც ეკიპაჟმა სალონში უცხო სუნის შესახებ მიიღო შეტყობინება.
Boeing-737-ის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 11 ბავშვი. მგზავრებმა სალონი გასაბერი ტრაპით დატოვეს.
მოგვიანებით კი, „შერემეტიევოს“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა.
რეისი 4:40 საათზე სხვა თვითმფრინავით შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები